მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია მდინარის საზრდოობის რეჟიმის, მისი რეკორდული მახასიათებლების, სიგრძის, სათავის, შესართავის, დანიშნულების და მის მიერ გამოწვეული კატასტროფების შესახებ .
დაგეგმილი ექპედიციის ფარგლებში გამოიკვლიონ მდინარის ჭალის ეკოსისტემა. გაზომონ მდინარის სიგანე, სიღრმე,სიჩქარე. ჰერბარიუმისათვის მოაგროვონ მცენარეები. დაახარისხონ , მოძებნონ ანალოგიები საქართველოს სხვა ეკოსისტემებთან.
იმსჯელონ მისი ეკოსისტემის მომავლის შესახებ.
გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია და გამოიტანონ დასკვნა ემუქრება თუ არა სოფელს მდინარე ლოპოტისაგან საფრთხე.
გამართავენ ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაციას.
No comments:
Post a Comment