Sunday, November 16, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

ეს ყველაზე საინტერესო და სახალისო დღე იყო. წარვადგინეთ ჩვენი პროექტები ჯგუფში, ერთმანეთს მივეცით რეკომენდაციები და კეთილი რჩევები.  ძალიან მრავალფეროვანი იყო სხვადასხვა საგნის მასწავლებელების პრეზენტაცია. დავამთავრეთ ეს ტრენინგ პროგრამა. იყო შრომატევადი, მაგრამ სასარგებლო და ნაყოფიერი. ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ აქ ვიყავი.

Saturday, November 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მუშაობა შაბლონზე. მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და დასრულებული სახით გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Sunday, November 9, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ბლოგზე ლინქების ჩასმა. ვიდეოს ჩასმა. შაბლონში შევავსეთ შეფასების რუბრიკა რომელიც მოვიძიეთ ინტელის ბიბლიოთეკაში და მოვახდინეტ ადაპტირება. საშინაო დავალებად მივიღეთ სასწავლო პროცედურების დოკუმენტში ჩავწეროთ ჩვენი პროექტის მთლიანი მსვლელობა.

Saturday, November 8, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ბლოგზე ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. შაბლონში ჩავწერეთ შეფასების ფორმები, რომლებსაც პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებთ. ბლოგს შევუცვალეთ დიზაინი და შევქმენით ახალი გვერდები. საინტერესო დღე იყო.

Sunday, November 2, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციაზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. საშინაო დავალებად მივიღეთ ვიფიქროთ და მონახაზი გავაკეთოთ თუ როგორ შეასრულებს მოსწავლე ჩვენი პროექტის ფარგლებში მიცემულ დავალებას და როგორ წარმოგვიდგენს მას პრეზენტაციის სახით.

პორტფოლიოს პრეზენტაცია