იბადებიან წყაროები, გადაიქცევიან ნაკადულებად , უერთდებიან ერთმანეთს და მდინარეს წარმოქმნიან. წყალთა დინება თავის კვალს ტოვებს, წარმოქმნის თავის სავალ გზას (კალაპოტს), მისთვის დამახასიათებელ და განუმეორებელ ჭალას.უძველესი დროიდანვე ადამიანები საცხოვრებელ ადგილად უმეტესად მდინარეების სანაპიროებს ირჩევდენენ, ვინაიდან მტკნარი წყლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. იყენებდნენ გადაადგილების , როგორც ყველაზე იაფ და სწრაფ საშუალებას. ისტორიას რომ გადავხედოთ ცივილიზაციების უმეტესობა დიდი მდინარეების წიაღში წარმოიშვა. ასე რომ მდინარეები ადამიანების უმნიშვნელოვანესი თანაშემწენი იყვნენ.
სამწუხაროდ, ისინი ხშირად იყვნენ მათი ტრაგედიის მიზეზნიც ( წყალდიდობის, წყალმოვარდნის, ღვარცოფის და სხვა მიზეზთა გამო). კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს სტიქიური უბედურებანი დღეს უფრო ინტენსიური გახდა. ამის მიზეზი მრავალია. პრობლემის წარმომშობი შეიძლება იყოს, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური. იქნებ მდინარეები ჩვენი საქციელის გამო გვიხდიან სამაგიეროს. იქნებ ვერ იტანენ "არტახებში" მოქცევას, თავისუფლების წართმევას, მათი ჭალის ეკოსისტემის უმოწყალო განადგურებას და ამიტომ იმატა მსგავსმა კატასტროფებმა.
ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა შეისწავლონ მათი მშობლიური მდინარე ლოპოტა, მისი ჭალის ეკოსისტემა და დაადგინონ სოფელი და მდინარე ერთმანეთის "მტრები" არიან თუ " მეგობრები".
მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია მშობლიური მდინარის შესახებ. გამოიკვლიონ მისი ჭალის ეკოსისტემა, გაზომონ მისი მარტივი მახასიათებლები,
გამოკითხონ სოფლის უხუცესები მდინარის საზრდოობის რეჟიმის და ისტორიის შესახებ. დაახარისხონ და
გაანალიზონ მიღებული ინფორმაცია
და გააკეთონ მარტივი პროგნოზი ჭალის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ და ემუქრება
თუ არა მდინარისაგან სოფელს საფრთხე.
შესანიშნავია.მშვენივრად მოგიფიქრებია.პრაქტიკული სამუშაო უფრო მეტად გამოაჩენს თქვენი პროექტის მნიშვნელობას.გისურვებ წარმატებებს.
ReplyDeleteდიდი მადლობა ელისო!
Deleteპროექტის იდეა საკმაოდ საინტერესოდ არის წარმოდგენილი. დიდი ადგილი აქვს დათმობილი მდინარის მნიშვნელობას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს. კარგი იქნებოდა უფრო ვრცლად იყოს მოცემული ის აქტივობები, რომელიც მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ამ პროექტის მიმდინარეობისას.
ReplyDeleteმადლობა ქალბატონო ია დადებითი შეფასებისთვის. ვიფიქრე აქტივობები შემდეგში მიზანში ჩამეწერა. გავითვალისწინებ.
Delete