Friday, October 31, 2014

           მოსწავლეები შეძლებენ  მოიძიონ ინფორმაცია   მდინარის საზრდოობის რეჟიმის, მისი რეკორდული მახასიათებლების, სიგრძის, სათავის, შესართავის, დანიშნულების  და მის მიერ გამოწვეული კატასტროფების შესახებ .
           დაგეგმილი ექპედიციის ფარგლებში გამოიკვლიონ მდინარის ჭალის ეკოსისტემა.  გაზომონ მდინარის სიგანე, სიღრმე,სიჩქარე. ჰერბარიუმისათვის მოაგროვონ მცენარეები. დაახარისხონ , მოძებნონ ანალოგიები საქართველოს სხვა ეკოსისტემებთან.
          იმსჯელონ მისი ეკოსისტემის მომავლის შესახებ.
          გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია და  გამოიტანონ დასკვნა   ემუქრება თუ არა სოფელს მდინარე ლოპოტისაგან საფრთხე.
         გამართავენ ჩატარებული სამუშაოების პრეზენტაციას.
       
       

მესამე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ მუშაობა ბროშურაზე. განვიხილეთ სტანდარტები და ინდიკატორები, რომლებიც დაგვჭირდება ჩვენი პროექტის განხორციელებისათვის. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონზე. დავალება: განვსაზღვროთ პროექტის ძირითადი მიზნები.

მეორე დღის რეფლექსია

ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის იდეები. მივეცით სასარგებლო რჩევები. პროექტის იდეა განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. მივიღე და გავაკეთე სხვების პროექტებზე კომენტარები. შევქმენით ბროშურის მონახაზი. საშინაო დავალებად მივიღეთ გაგვეხსენებინა პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და  21 - ე საუკუნის უნარები. გვეფიქრა განსახორციელებელი  პროექტით განსავითარებელ უნარებზე.

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა


იბადებიან წყაროები,  გადაიქცევიან ნაკადულებად , უერთდებიან ერთმანეთს და მდინარეს წარმოქმნიან. წყალთა დინება თავის კვალს ტოვებს, წარმოქმნის თავის სავალ გზას (კალაპოტს), მისთვის დამახასიათებელ და განუმეორებელ ჭალას.უძველესი დროიდანვე ადამიანები საცხოვრებელ ადგილად  უმეტესად მდინარეების სანაპიროებს ირჩევდენენ, ვინაიდან მტკნარი წყლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. იყენებდნენ გადაადგილების , როგორც ყველაზე იაფ და სწრაფ საშუალებას. ისტორიას რომ გადავხედოთ ცივილიზაციების უმეტესობა დიდი მდინარეების წიაღში წარმოიშვა. ასე რომ მდინარეები ადამიანების უმნიშვნელოვანესი თანაშემწენი იყვნენ.
სამწუხაროდ, ისინი ხშირად იყვნენ მათი ტრაგედიის მიზეზნიც ( წყალდიდობის, წყალმოვარდნის, ღვარცოფის და სხვა მიზეზთა გამო). კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ეს სტიქიური უბედურებანი დღეს უფრო ინტენსიური გახდა. ამის მიზეზი მრავალია. პრობლემის წარმომშობი შეიძლება იყოს, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური. იქნებ მდინარეები ჩვენი საქციელის გამო გვიხდიან სამაგიეროს. იქნებ ვერ იტანენ "არტახებში" მოქცევას, თავისუფლების წართმევას, მათი ჭალის ეკოსისტემის უმოწყალო განადგურებას და ამიტომ იმატა მსგავსმა კატასტროფებმა.
ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა შეისწავლონ მათი მშობლიური მდინარე ლოპოტა, მისი ჭალის ეკოსისტემა და დაადგინონ სოფელი და მდინარე ერთმანეთის "მტრები" არიან თუ " მეგობრები".
  მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია მშობლიური მდინარის შესახებ. გამოიკვლიონ მისი ჭალის ეკოსისტემა, გაზომონ მისი მარტივი მახასიათებლები, გამოკითხონ სოფლის უხუცესები მდინარის საზრდოობის რეჟიმის და ისტორიის შესახებ. დაახარისხონ და გაანალიზონ  მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ  მარტივი პროგნოზი  ჭალის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ და ემუქრება თუ არა მდინარისაგან სოფელს საფრთხე.


Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველ დღეს მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. ტრენერმა გაგვაცნო ამ ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები და  მისი შინაარსი. შევქმენით ჩვენი ბლოგი. მეორე დღისთვის მოგვეცა საშინაო დავალება მოგვეფიქრება პროექტის იდეა. მოლოდინი საკმაოდ კარგი მაქვს და იმედია წარმატებით გავართმევ თავს.